უცხოური მედია

ბელარუსში ოპოზიციის ლიდერს სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Nusagi

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სერგეი ტიხანოვსკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

სერგეი ტიხანოვსკი, კიდევ სამ ოპოზიციის ლიდერთან ერთად, „არეულობის ორგანიზებისთვის“ გაასამართლეს.

ტიხანოვსკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკოს გამოწვევას გეგმავდა, მაგრამ კენჭისყრამდე დააკავეს.

სერგეის მაგივრად ბრძოლა მისმა მეუღლემ სვეტლანა ტიხანოვსკაიას გააგრძელა, თუმცა ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა და გაიმარჯვა.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, არჩევნებიდან მეორე დღეს ტიხანოვსკაია იძულებული გახდა, რომ შვილებთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. 

„მე გავაგრძელებ იმ ადამიანის დაცვას, რომელიც მიყვარს და რომელიც გახდა მილიონობით ბელარუსის მოქალაქის ლიდერი. სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. მართალია, გასული წლის არჩევნების შედეგებს ქვეყანაში დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, თუმცა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებით, აგრეთვე აქციების ძალადობრივად დაშლით მან ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,928 ნახვა
%d bloggers like this: