უცხოური მედია

ევროკავშირმა კერძო რუსულ სამხედრო დაჯგუფებას სანქციები დაუწესა

Nusagi

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კერძო რუსი სამხედრო კონტრაქტორების ჯგუფს მას შემდეგ, რაც ისინი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და უკრაინაში ძალადობის წახალისებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ 

13 დეკემბერს ევროკავშირის 27 მინისტრი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდა. ისინი „ვაგნერის ჯგუფის“ 8 წევრის აქტივების გაყინვაზე და მათთვის ქვეყნებს შორის გადაადგილების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.  

„ამ ჯგუფის საქმიანობა ასახავს რუსეთის ჰიბრიდულ ომს. ისინი წარმოადგენენ საფრთხეს და ქმნიან არასტაბილურობას მსოფლიოს რიგ ქვეყანაში“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხოზეპ ბორელმა.

გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდა ჯგუფის დამფუძნებელ დიმიტრი უტკინსა და დაჯგუფებასთან დაკავშირებულ 3 კომპანიას. 

„ვაგნერის ჯგუფმა“ დაიქირავა, გაწვრთნა და გაგზავნა კერძო სამხედრო ოპერატორები მთელი მსოფლიოს კონფლიქტის ზონებში. მათი მიზანი კი ძალადობის გამწვავება იყო“, – ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესონ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: