მედიცინა

ექიმები: სააკაშვილი საკვებს კარგად ითვისებს, არ აღენიშნება არცერთი ვიტამინის დეფიციტი, გადადის გაფართოებულ კვებაზე

Nusagi

სახელმწიფო კონსილიუმის ექიმების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და ყოფილი პრეზიდენტი დღეიდან გაფართოებულ კვებაზე გადავა.

„კვებაში შეზღუდვა აღარ იქნება. ხვალიდან უკვე იქნება ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე. კვებას ითვისებს კარგად. ცილა ნორმაში აქვს“, – ამბობს ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე.

მსჯავრდებულთან უკვე მუშაობს მეთოდისტი, რომელიც, მისი ფიზიკური გააქტიურებისთვის, გეგმას შეადგენს, რადგან, როგორც ექიმი ამბობს, სააკაშვილი „ზარმაცობს და ნაკლებად მოძრაობს“.

„პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. ჰემოგლობინი პერიოდულად მცირდება და მატულობს. თუმცა, თავისი ძირითადი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი ჰემოგლობინი ისედაც არასდროს აქვს. არ აღენიშნება არც ერთი ვიტამინის დეფიციტი. არ აქვს აქტიური ჰემოლიზი. პერიოდულად აქვს სისუსტე. დღის მეორე ნახევარში სისუსტე გაცილებით თვალშისაცემია ხოლმე, რაც, სავარაუდოდ, მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. რეფიდინგის პროგრამა დაამთავრა. საკვებს გეგმურად იღებს, კალორაჟის სრული დაცვით. სივრცეს რაც შეეხება, მე არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით რამე შევცვალო. ჩვენ ვურჩიეთ, რომ უფრო აქტიურად ემოძრავა. ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა. ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს“, – აცხადებს ექიმი ჰემატოლოგი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნინო შარაშენიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: