პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: პარტიის მხრიდან გამოვთქვამ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ინკლუზიურ პროცესში

Nusagi

„მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას. ჩვენი პარტიის მხრიდან გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ იმ ინკლუზიურ პროცესში მონაწილეობა, რაც ქალბატონმა სალომემ დაანონსა იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყნას დღეს გააჩნია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტი პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ნებისმიერ დიალოგი და შერიგება უნდა იყოს გულწრფელი და დაფუძნებული რაღაც აღიარებებზე, სხვა შემთხვევაში ყველაფერი გადაიზრდება ისევ ურთიერთბრალდებებში.

„ამიტომ, გულწრფელად მინდა ეს ვითარება შეიცვალოს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ორი ფერი არ არის მარტო – წითელი და ლურჯი. ვართ მრავალფეროვანი საზოგადოება, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს აბსოლუტურად განსხვავებული მოლოდინები აქვს და აბსოლუტურად არ ადარდებს ამ ორი პარტიის ბედ-იღბალი მაინც და მაინც, არამედ ადარდებს ამ ქვეყნის ბედ-იღბალი და მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის თანდაყოლილი ბელადომანია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: