Uncategorized

„ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ – ალექსანდრე გოგინავა

Nusagi

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ, მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე,  კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის და უვადო მწვანე პასპორტის შესახებ ისაუბრა.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონ“ შტამი საქართველოში მალე შემოაღწევს და საჭიროა სათანადო რეაგირება.

„ზოგადად ვიცით, რომ ახალი შტამი ომიკრონი,  არის გლობალური გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია. არის ინფორმაცია, რომ ზოგადად „ომიკრონი“ რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, რისკები, რომ ის საქართველოში გავრცელდება, მაღალია.

ეს მოხდება უახლოეს ორ კვირაში თუ ერთ თვეში, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ იმ დინამიკიდან გამომდინარე, რა დინამიკითაც ეს ახალი შტამი ვრცელდება ვრცელდება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეაგირება როგორი იქნება, როგორც სახელმწიფოსი და ჯანდაცვის სისტემის, ასევე, მთლიანი საზოგადოების.

ვიცით, რომ ახალი შტამი  სწრაფად ვრცელდება, ასევე, ახასიათებს უფრო მაღალი ხელახალი დაინფიცირების რისკი. ეს საყურადღებოა. პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან გავრცელდეს ეს შტამი საქართველოში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს საზღვრები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც მაღალია ახალი შტამის გავრცელება, პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: