საზოგადოება

რატომ არ მიშვებთ რესტორანში, რა დაგიშავეთ, რამდენ ხანს აპირებთ ასე გაგრძელებას? – იაგო ხვიჩია

Nusagi

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა კანონი რაც მიღებულია, ადამიანების შემზღუდველია შინაარსობრივად.

„გირჩის“  ლიდერი „მწვანე პასპორტების“ შემოღებას ეწინააღმდეგება და ხელისუფლებას დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

„მესმის, რომ ხართ ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდვების მოყვარე ხელისუფლება, მგონია მოგწონთ კიდეც ეგ როლი და ხშირად ამბობთ, მზრუნველი მთავრობა ხართ. მაგრამ სინამდვილეში ეს გამოიყურება ისე, რომ თქვენ ხართ ყველაზე  შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლება, რაც აქამდე გვყოლია. მჯერა საბოლოო ჯამში ხალხი ამ მოტივით გადაგირჩევთ. ოდესღაც  მობეზრდებათ ის, რაც ახალ ჩემს მაგიდაზე ხდება, ყველა კანონი ადამიანების შემზღუდველია შინაარსობრივად და ამას, როგორც მზრუნველობის მოტივს ისე აფასებთ.

შეურაცხმყოფელია, როდესაც იზრდები და გეუბნებია,ნ ვიღაცასთან ერთად კაფეში არ იარო. შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომელსაც  თქვენ აუკრძალეთ სხვა ადამიანებთან, მოსახლეობის 70%-თან  ურთიერთობა და თუ ექნებოდა, დაემუქრეთ რომ გატყიპავდით. რამდენი ურთიერთობა დაანგრიეთ ასე თუ წარმოგიდგენიათ? როგორ გააგდებინეთ საკუთარი კლიენტები კაფე-ბარების მესაკუთრეებს საკუთარი კაფეებიდან და ბარებიდან? მგონია, ძალიან სირცხვილია ამ ხალხთან. ჩემთანაც უნდა შეგრცხვეთ იმის გამო, რომ თქვენ რაღაცები შემოიღეთ სასტუმროებში და ხალხი კაფე-ბარებში ვერ დადის. რატომ არ უშვებთ რესტორანში, რა დაგიშავეთ? რამდენ ხანს აპირებთ ასე გაგრძელებას, ადამიანთა დაყოფის თქვენს მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? ეს იყო რაც უნდა მეთქვა – არა იძულებას, არა მწვანე პასპორტებს, არა სეგრეგაციას“, – აცხადებს იაგო ხვიჩია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,921 ნახვა
%d bloggers like this: