პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ, „ქართულმა ოცნებამ“ ილაპარაკოს შერიგებაზე, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ენმ-ს წინააღმდეგია?!

Nusagi

ერთი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონია იყო, სადაც 50-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ნებისმიერ აქციაზე, რომელიც მიშას გათავისუფლებას ეძღვნება , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ამილახვარმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს ენმ-ს დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა.

რაც შეეხება შერიგებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას, უმრავლესობის წევრის თქმით, არავის სჭირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შერიგება.

„მილიონამდე ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, კიდევ რამდენია იმის მიღმა, რომელმაც არც ჩვენ მოგვცა ხმა, მაგრამ არც „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს ჯამურად არის მოსახლეობის უმრავლესობა. როგორც წარმოგიდგენია, „ქართული ოცნება“ გამოვიდეს და ილაპარაკოს პოლიტიკურ შერიგებაზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა?! – არც არავისთან სჭირდება მელიასთან შერიგება. როდესაც ეს ხალხი გაათვითცნობიერებს რა კრიმინალი აქვთ ჩადენილი და მიხვდებიან, რომ საერთოდ პოლიტიკა უნდა დატოვონ, მაშინ მოხდება პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ერთი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონია იყო, სადაც 50-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ნებისმიერ მათ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც ეძღვნება მიშას გათავისუფლებას. ამ იდეამ ვერ შეიძინა საზოგადოებრივი მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსნებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე ​აზრდაკარგულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,141 ნახვა
%d bloggers like this: