მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, „პისიარ“-ტესტით – 15 991.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 894 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 840 985 გამოჯანმრთელდა, 12 826 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 324 131 აცრა, დღიურად აცრილია 10 948.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 999 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 151 პირი.

ამასთან, 13 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: