უცხოური მედია

უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ოლექსანდრ გოგილაშვილს დონეცკში მოწყობილი სკანდალის გამო თანამდებობა დაატოვებინეს

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლექსანდრ გოგილაშვილი, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია რიგითი სამართალდამცველების მოთხოვნაზე მაღალჩინოსნის შეუფერებელი საქციელი.

11 დეკემბერს დონეცკის ოლქის შესასვლელთან, სპეციალური ოპერატიული ძალების მოქმედების ზონაში, ოლექსანდრ გოგილაშვილმა სკანდალი მოაწყო იმის გამო, რომ საგუშაგოზე მყოფმა სამართალდამცველებმა იგი ვერ იცნეს, მისი მანქანა გააჩერეს და დოკუმენტების ჩვენება მოსთხოვეს.

მას შემდეგ, რაც სკანდალური ვიდეო „ევროპეისკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა, შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ დროებით ჩამოაშორა მოვალეობის შესრულებას გოგილაშვილი და სამსახურებრივი მოკვლევის გადაწყვეტილება მიიღო.



თავად გოგილაშვილმა ბოდიში მოიხადა „თავისი მომეტებული ემოციურობის“ გამო და პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობდა გაერთიანებული ოპერატიული ძალების ზონაში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას.

სკანდალის შემდეგ უკრაინაში მოქმედმა ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა გაარკვია, რომ გოგილაშვილს, რომლის ცოლი, მარია ლევჩენკო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირად თანაშემწედ მუშაობს, რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჰქონია.

ოლექსანდრ გოგილაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის სექტემბერში, ქვეყნის პრეზიდენტად ვოლოდმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ დაინიშნა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ინციდენტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტს ოლექსანდრ გოგილაშვილის თანამდებობიდან გადაყენება დაავალა.

13 დეკემბერს გამოქვეყნდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, საკუთარი თხოვნის საფუძველზე გოგილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: