პოლიტიკა

შერიგებაზე სააკაშვილის განცხადება იყო ტაქტიკური ნაბიჯი და ძალიან მარტივად გაიშიფრა

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ არის უპერსპექტივო მათი ყველა მცდელობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად სუსტდება, მათ შორის იმის გამო, რომ არჩევნები წააგეს და იციან, სამი წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება. მათ შორის იმის გამო, რომ მათი ბელადი ციხეშია. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შერიგებაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით იყო ძალიან მარტივად გასაშიფრი, ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან. ძალიან მარტივად გაიშიფრა. ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ იმ განცხადებამ, რომელიც 21 დეკემბრის აქციას და ზოგადად აქციებს უკავშირდება. მათი რეალური ბუნება ვერ შეიცვლება. მათი რეალური ბუნება არის ის, რომ მუდმივად არიან მიდრეკილნი დესტრუქციისკენ, ქვეყნისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებებისკენ, ამას ისინი ვერ მოიშლიან. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან შერიგებასა თუ დეესკალაციაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი, ამ ფარს ვერ გავყვებით. ჩვენ გავყვებით იმ მოცემულობას, რომელიც არის სინამდვილე. ის დესტრუქციული ძალაა“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: