უცხოური მედია

აზერბაიჯანი სომხეთის გავლით თურქეთს, სომხეთი კი აზერბაიჯანის გავლით რუსეთს დაუკავშირდება

Nusagi

ნატოს შტაბ-ბინაში, ნატოს გენერალურ მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენცია გაიმართა

რადიო „თავისუფლების” კორესპოდენტ რიკარდ ჟოზვიაკის მიერ ზანგეზურის დერეფნის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა რომ აღნიშნულ „რეგიონში კომუნიკაციების გახსნის შესახებ წინადადება რუსეთის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და მის მიერ 10 ნოემბერს ხელმოწერილ სამხრივ დეკლარაციაში აისახა.

„ასე რომ, ყველა აუცილებელი პირობის უზრუნველყოფა სომხეთისთვის ერთგვარი ვალდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წინსვლა ადვილი არ იყო, ამ ეტაპზე ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რკინიგზის, ასევე საავტომობილო გზის მშენებლობაზე აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის გავლით, თუმცა, მთავარი გზის ზუსტი მარშრუტი ჯერ დადგენილი არ არის. ეს – შემდგომი განხილვის თემაა და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ საღამოს ბ-ნი შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ სამმხრივ შეხვედრაზე. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფნის სამართლებრივ რეჟიმს, ის იგივე უნდა იყოს, რაც ლაჩინის დერეფანში, რადგან სამმხრივ განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ აზერბაიჯანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შეუფერხებელ კომუნიკაციას ყარაბაღსა და სომხეთს შორის, ხოლო სომხეთმა უნდა უზრუნველყოს ასეთივე შეუფერხებელი კომუნიკაცია და უსაფრთხოება აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. ლაჩინის დერფანში საბაჟო არ არის, ამიტომ არც ზანგეზურის დერეფანში უნდა იყოს. თუ სომხეთი დაჟინებით მოითხოვს საბაჟო სტრუქტურების გამოყენებას საქონლისა და ხალხის გასაკონტროლებლად, მაშინ ჩვენ იგივეს დაჟინებით მოვითხოვთ ლაჩინის დერეფანში. ეს ლოგიკურია და გადაწყვეტილება სომხურმა მხარემ უნდა მიიღოს. ჩვენ თანახმა ვართ ორივე ვარიანტის: ან არ უნდა იყოს საბაჟო არცერთ დერეფანში, ან უნდა იყოს ორივე დერეფანში”,-განაცხადა მან.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა,რომ რეგიონული სატრანსპორტო კავშირების ინტეგრაციის შედეგად აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუკავშირდება, ხოლო სომხეთი შეძლებს სარკინიგზო მიმოსვლით ირანს ნახიჩევანის გავლით დაუკავშირდეს. გარდა ამისა. „სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთს რკინიგზით დაუკავშირდება. დღეს მათ ასეთი სარკინიგზო კავშირი არ აქვთ. ამან ნამდვილად შეიძლება შექმნას პოზიტიური ატმოსფერო რეგიონში, რაც ყველა სარგებელს მოუტანს. მიმაჩნია, რომ ამ შესაძლებლობების სწორი შეფასება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მშვიდობიანი მომავლის დაგეგმვის თვალსაზრისით”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ილჰამ ალიევის განცხადებას მალე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას ფეისბუქზე გამოეხმაურა:

 „აზერბაიჯანი რეგიონული კომუნიკაციების გახსნის საკითხის ჩიხში შეყვანას ცდილობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მცდელობები, პარალელები გაავლოს რეგიონულ კომუნიკაციებს და ლაჩინის დერეფანს შორის, არანაირი კავშირი არ აქვს აქამდე გამართულ დისკუსიებთან, ხელმოწერილ განცხადებებთან და მიუღებელია სომხეთისთვის. ამ პოზიციას დღეს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე მკაფიოდ დავაფიქსირებ” მოგვიანებით, იქვე, მან დაწერა: „ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სამმხრივ შეხვედრისას ჩვენ დავადასტურეთ რკინიგზის აღდგენის შესახებ შეთანხმება. რკინიგზა იმუშავებს საერთაშორისოდ აღიარებული სასაზღვრო და საბაჟო რეგულაციების შესაბამისად, ორმხრივად, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ. სომხეთს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში სარკინიგზო მიმოსვლაზე ექნება წვდომა. ჩვენ ასევე შევთანხმდით კონტაქტების გაგრძელებაზე”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: