უცხოური მედია

ბელარუსში დააკავებენ პირებს, ვინც უცხო ქვეყნებს სანქციებისკენ მოუწოდებს

Nusagi

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღო იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნებს მოუწოდებს სანქციებისკენ. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს ცვლის. ცვლილებები ითვალისწინებს 6 წლამდე პატიმრობას, თუ მოწოდება მიმართულია რიგითი პირებისადმი, თუ სანქციებისკენ მოწოდება მიმართულია უცხო ქვეყნებისადმი და უცხოური ორგანიზაციებისადმი, პირს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ყველაზე მკაცრი სასჯელი დაეკისრება საჯარო პირებს, აგრეთვე მათ, ვისი მოწოდებებიც გამოიწვევს სანქციებს, რომელიც ხელს შეუშლის ვაჭრობას, ან ბელარუსულ საწარმოებს.  

კანონი მოწოდებულია, გაეცეს ადეკვატური პასუხი დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც ეცდებიან, ზიანი მიაყენონ ეროვნულ უსაფრთხოებას 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: