პოსტები სოციალური ქსელიდან

როგორც ჩანს, “უეჭველ ნოდარას” (მელაძეს) მართლაც ჰყავს “ჩიტები” სამართალდამცავ სისტემაში

Nusagi

დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როგორც ჩანს, “უეჭველ ნოდარას” (მელაძეს) მართლაც ჰყავს “ჩიტები” სამართალდამცავ სისტემაში. როგორც კი მოსდის იქიდან სიგნალი, რომ ესა თუ ის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და მისი კლანის ბოსების “ბუდეებს”, მორიგმა “ბულბულმა უნდა გადაუფრინოს” – მიწოლით ქოქავს თავის ფეიკ/მანქანას და აქეთ ადანაშაულებს ხელისუფლებას თუ მის მხარდამჭერებს ჩადენილ დანაშაულში.


ფაქტიურად დასრულდა გამოძიება საქმეზე, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველოს და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს რა ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე – დააფუძნეს რამოდენიმე შპს და “ქოლ-ცენტრი”, რომლის უცხო ენების მცოდნე ოპერატორები სთავაზობდნენ გერმანიის და ევროპის სხვა მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში ცნობილი ბიზნეს-ტრენდების აქციების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო აქტივების, კრიპტოვალუტის შესაძენად, ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
გამოძიების შედეგად, დადასტურებულად დამტკიცდა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა – 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. ასევე დადგინდა, რომ
აღნიშნული ტეანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი დგას. სწორედ ამ ფულით ფინანსდება “უეჭველი ნოდარას” და “ფორმულას” ტელესიცრუის სივრცე, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გადაბრალებულიყო აღნიშნული კრიმინალური სქემა, ბიძინა ივანიშვილზე თუ არა, როგორც მინიმუმ – უჩა მამაცაშვილზე. რაც თავის უკანასკნელ “ცრუ შოუში” მელაძემ შემოგვთავაზა. მაგრამ, დაგიძველდათ მუშაობის მეთოდები, აშკარად დაგიძმარდათ.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: