Uncategorized

„შერიგება მკვდრადშობილი პროექტია, მაფიის ორი ბოსი რომ ხელს ჩამოართმევს, ამით გავბედნიერდებით?“ – გია ხუხაშვილი

Nusagi

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საყოველთაო შერიგებისთვის პოლიტიკური ნება არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას აქვს.

მისი თქმით, რეალურად, საქართველოში არა პოლიტიკური სპექტრის შერიგება, არამედ საზოგადოების გაერთიანებაა პრობლემა, რისთვისაც მთელი რიგი დემოკრატიული პროცესების დაწყებაა აუცილებელი. 

„საერთოდ, ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა მკვდრადშობილი პროექტია. არავინ არავისთან შერიგებას არ აპირებს. ყველას სხვადასხვანაირად წარმოუდგენია შერიგება. საეროდ, პოლიტიკური ელიტის შერიგება-მორიგება-გარიგების პრობლემა კი არ გვაქვს, არამედ საზოგადოების გამთლიანების პრობლემაა. საზოგადოების გამთლიანება კი ვიღაცების შერიგებით არ ხდება. ზოგადად სამართლიანობის განცდა უნდა გაჩნდეს ქვეყანაში. იმისთვის, რომ დაზარალებული დამნაშავეს შეურიგდეს, საჭიროა, რომ დამზარალებლის მონანიება და ბოდიში, რომ დაზარალებულს შერიგების განწყობა შეექმნას. 

მიშა და ბიძინა ხელს რომ ჩამოართმევენ, ვინმე ვინმეს შეურიგდება თუ როგორ არის საქმე? ვფიქრობ, ეს არის წყლის ნაყვა, ტანჯვა და იმის დეკლარირება, რომ ყველა არის ყველაფერი კარგისკენ განწყობილი. სინამდვილეში, შინაარსობრივად, არაფერს ნიშნავს და საბნის გადაქაჩვის პრინციპით, ყველა თავისთვის სარგებლის მიღებას ცდილობს და მეტი არაფერი. 

შერიგების საფუძველი არ არსებობს. არც კი ესმით, ეს როგორ ხდება. 30 ქვეყანაში მოხდა მსგავსი რამ და ამას ჰქონდა გარკვეული საფუძვლები. ამას სჭირდება სამართლიანი სასამართლო, რათა სამომავლოდ კონფლიქტის რისკი არ გაჩნდეს, ამას სჭირდება დეპოლიტიზებული პოლიცია, ხალხს არ უნდა უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. სხვანაირად, ორი დამნაშავის შერიგებით, როცა ორი მაფიის ბოსი ერთმანეთს შეურიგდება, ჩვენ გავბედნიერდებით?“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: