უცხოური მედია

აშშ-ში მძღოლს, რომელსაც მუხრუჭმა უმტყუნა და 4 ადამიანი მოკლა, 110 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Nusagi

აშშ-ში ტრაილერის მძღოლს 110 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ავარიის გამო, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებით დადგინდა, რომ მძღოლს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და არავისთვის უნდოდა ზიანის მიყენება, მაგრამ ვერ განახორციელა სწორი მანევრი მას შემდეგ, რაც უეცრად ავტომობილის მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

მედიის ცნობით, 2019 წლის 25 აპრილს 26 წლის აგილერ მენდოსი 18-ბორბლიანი ტრაილერის საჭესთან იმყოფებოდა და ტვირთი გადაჰქონდა. ავარიის დროს მას შეეძლო სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პანდუსზე ასვლა, თუმცა მან ეს არ გააკეთა და სხვა ავტომობილებს დაეჯახა. სასამართლოს სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს გარდაცვლილების ახლობლების სულისშემძვრელი გამოსვლა.  მძღოლი დამნაშავედ ცნეს  ბრალდების 27 პუნქტში და შეკრებითობის პრინციპით 110 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

მოსამართლის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ მძღოლს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ კოლორადოს შტატის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ განაჩენი სწორედ ასეთი იყოს. 

„რომ მქონდეს ჩემი შეხედულების თავისუფლება, ასეთ მძიმე განაჩენს არ გამოვიტანდი. მე მჯერა და პატივს ვცემ განსასჯელის სიტყვებს და სინანულს, მაგრამ მან ავარიის დროს ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საშინელი შედეგი გამოიღო“,-განაცხადა მოსამართლემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: