უცხოური მედია

„ბალტიისპირეთის ქვეყნებიც საფრთხის ქვეშ ვართ, საჭიროა რუსეთისთვის სანქციების დაწესება“ – ლიეტუვის პრეზიდენტი

Nusagi

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე საფრთხეს გრძნობენ, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს. 

„ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე სახიფათო სიტუაციის წინაშე ვიმყოფებით. მე ვსაუბრობ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალტიის ქვეყნებზე. შესაძლოა, რუსეთმა ბელარუსის ინტეგრაცია მოახდინოს და ეს ტერიტორია სხვა ქვეყნებზე თავდასხმის პლატფორმად გამოიყენოს. ჩვენც საფრთხის ქვეშ ვართ, საჭიროა რუსეთისთვის სანქციების დაწესება“, – განაცხადა ნაუსედამ.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება დიდწილად გერმანიაზეა დამოკიდებული.

„ევროკავშირის ნებისმიერი კოორდინირებული სანქცია, სავარაუდოდ, დამოკიდებული გერმანიაზე იქნება, რომლის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი გადაწყვეტს, გარისკავს თუ არა რუსეთთან უფრო მკაცრი პოზიციის დაჭერას“, – აცხადებენ დიპლომატები. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვმა კიევი მტრული რიტორიკის ქარცეცხლში გაახვია, რის გამოც დასავლეთი რუსეთს სანქციებით ემუქრება. 

გარდა ამისა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებას უარყოფს და ნატოს დაძაბულობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: