პოლიტიკა

ლორთქიფანიძე მარგველაშვილს: როდესაც მთელი საპრეზიდენტო ვადა უაზროდ გალიე და ხალხს მხოლოდ პატრონის ღალატით დაამახსოვრე თავი

Nusagi

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე  ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე ირაკლი კობახიძის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზეზი მარგველაშვილმა საკუთარ თავში უნდა ეძიოს.

„როდესაც პრეზიდენტად მხოლოდ იმიტომ აგირჩიეს, რომ ბიძინა ივანიშვილს საღამოობით, ბუხრის პირას შენთან საუბარი სიამოვნებდა. როდესაც ბიძინა ივანიშვილთან პირფერობის შედეგად მოპოვებული მისივე სიმპატია ერთადერთი ფაქტორი აღმოჩნდა შენი გაპრეზიდენტების საქმეში; როდესაც მთელი საპრეზიდენტო ვადა უაზროდ გალიე და ხალხს მხოლოდ პატრონის ღალატით, უიმედო ვეტოებით, საკუთარი სიტყვის არშესრულებითა და კეკლუცობით დაამახსოვრე თავი…არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გემოვნების ახალი სიმბოლო ასე უდიერად მოგიხსენიებს და უბრალო ხალხიც, ფბ-ინტელიგენციის მიღმა დარჩენილი ადამიანებიც გულის სიღრმეში დაეთანხმებიან მას“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ასე გამოეხმაურა: “ღიმილისმომგვრელიც კი არ არის, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს ის, ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება? მერე სააკაშვილი და იქ დახვდეს ქალბატონი სალომე. ეს არის ღიმილისმომგვრელი და ცოტა უფრო მეტი, ტრაგიკომიკური განცხადება”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,583 ნახვა
%d bloggers like this: