მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 898 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 214, „პისიარ“-ტესტით – 17 684.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,34%, ბოლო 14 დღის – 7,39%, ბოლო შვიდი დღის – 6,86%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 901 202 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 849 090 გამოჯანმრთელდა, 12 918 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 349 643 აცრა, დღიურად აცრილია 11 161.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 882 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 137 პირი.

ამასთან, 15 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი, გარდაიცვალა 53.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: