Uncategorized

აზარტული თამაშების ბიზნესი გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, ვიდრე მისგან მიღებული სიკეთეებია – დავით სონღულაშვილი

Nusagi

აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით განიხილა

ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს  დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტებას, რეგულირდება ონლაინ თამაშების რეკლამირება, ასევე, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.

პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა საკითხის გატანისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესები და შემცირდება აზარტულ და მოგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები.

მისი თქმით, აზარტული თამაშობების ბიზნესი გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, ვიდრე მისგან მიღებული სიკეთეებია, ამიტომ არის საჭირო ამ ეტაპზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღება.

მომხსენებელმა ისაუბრა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

კერძოდ, წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია იურიდიული კომიტეტის შენიშვნები ტერმინოლოგიის დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე, საკანონმდებლო ტექნიკისა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: