საგარეო პოლიტიკა

აშშ-მა სამ ქართულ კომპანიას სანქციები დაუწესა

Nusagi

შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ საქართველოს, ჩინეთის, მალაიზიის და თურქეთის 37 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის მიზეზი „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია“.  ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სიაში სამი ქართული კომპანია მოხვდა. ესენია ქართულ-თურქული Gensis Engineering. ასევე კომპანიები ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company.

სანქციები ჩინეთის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წინააღმდეგ და მისი 11 ინსტიტუტის წინააღმდეგაც დაწესდა. ეს დაწესებულებები მიკრობიოლოგიით, ეპიდემიოლოგიით, ტოქსიკოლოგიით და ბიოინჟინერიით არიან დაკავებულები, რაც „ბიოტექნოლოგიური პროცესებით ჩინეთის არმიის მხარდაჭერისთვის” გამოიყენება.

სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ფედერალურ რეესტრში გამოაქვეყნა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,141 ნახვა
%d bloggers like this: