სპორტი

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

Nusagi

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონები მძიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძემ ამჯერად საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: