Uncategorized

ლევან გოფოძე: საქართველოს მოუახლოვდა „ომიკრონი“, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა

Nusagi

საქართველოს მოუახლოვდა „ომიკრონ“ შტამი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მიუხედავად პოზიტიური წინასწარი პროგნოზებისა, საბოლოო ჯამში როგორ მოიქცევა ეს ვირუსი არავინ იცის,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

„საქართველოში ჯერ კიდევ რთული ეპიდვითარებაა. მოგეხსენებათ, თითქმის ყოველ დღე 3000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ჩვენთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ახლა კი საქართველოს მოუახლოვდა „ომიკრონ“ შტამი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ფიქრობენ, რომ ეს არ არის ისე მძიმედ მიმდინარე შტამი და ნაკლებად აზიანებს ფილტვის ქსოვილს. ეს წინასწარი პროგნოზებია და საბოლოო ჯამში როგორ მოიქცევა ეს ვირუსი, არავინ იცის. მიმაჩნია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მიმართავენ განვითარებული ქვეყნები შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ, სრულად ადეკვატურია და თუ საქართველოსაც მოუწია ამ შტამთან ბრძოლა, ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: