სამართალი

ნაფიცმა მსაჯულებმა გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაამართლეს

Nusagi

მერაბ კობიაშვილი, რომელიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლელობის და მისი მეგობრის დაჭრის ბრალდების გამო იყო ბრალდებული, რამდენიმე წუთის წინ ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.

„საქმეში წარმოდგენილი იყო ბევრი მოწმე, ასევე ბევრი ვიდეოჩანაწერი. მინდა, ცალსახად განვაცხადო ბრალდების მხარის ყველა მოწმის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, არასანდო. მათ გამოძიება რამდენჯერმე შეიყვანეს შეცდომაში და შემდეგ ჰქონდათ მცდელობა, რომ ნაფიცი მსაჯულებიც შეეყვანათ შეცდომაში. არაერთი მტკიცებულებით მტკიცდება მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობა“, – განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე, ნატა ქიტესაშვილო მკვლელობის შემდეგ ფეისბუქში წერდა:

,,თაზოს ფოტოები ვნახე და… მოვკვდი. საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს. თქვენ გგონიათ, მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?!არა და არა! ჰო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი… ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერეთ.
ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა, გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს… არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: