საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Nusagi

17 დეკემბერს ქუთაისში წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

მესტიაში თოვლი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

+10 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში ნალექიანი დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

გუდაურში თოვს. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: