პოსტები სოციალური ქსელიდან

გია გაბრიჭიძე: მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ

Nusagi

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას ეხმიანება.

ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის.

„მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის”.

ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პირადად მე ბევრ ადამიანს ვიცნობ (დარწმუნებული ვარ თქვენც), რომლებიც მუშაობას არ იწყებენ იმის გამო, რომ სოციალური დახმარება მოეხსნებათ. არ იწყებენ არა იმიტომ, რომ შრომა ეზარებათ. არ იწყებენ, ან სხვისი გვარით ფორმდებიან, იმიტომ რომ არა აქვთ იმის გარანტია, სამსახური შეუნარჩუნდებათ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამ პრობლემის გადაჭრის დაწყება ძალიან დიდი და კარგი საქმეა“, – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: