ხელოვნება და კულტურა

ნინო მიქიაშვილი: შარშან ამ დროს აქაურობა ჩაბნელებული, ფანჯრებსა და კარზე ჟალუზებჩამოწეული იყო

Nusagi

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც წლების მანძილზე აპროტესტებდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მე აღარ ვითხოვ საგანძურის აღმწერი კომისიის წევრობას. ბევრი ეცადნენ, მაგრამ ამ შენობას ვერც სუდარა ჩამოაფარეს, ვერც საგანძური გადაიტანეს თავისთან და ვერც კოლექციები ჩაზიდეს სასტუმრო “ვინდამის” სარდაფში, Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და მისმა გარემოცვამ.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს ყოველ დილას სამსახურში მიუხარიათ (რამდენიმე შხამიანს არ ვგულისხმობ, ბოღმისგან რომ იხრჩობიან) და იმ დღეს ელოდებიან, განახლებულ შენობაში, ადამიანურ პირობებში, რომ შეუდგებიან მუშაობას, დამთვალიერებლების მიღებას.

ეს ლამაზი ნაძვის ხე მუზეუმის ფოიეში დგას, საგანძურის შესასვლელთან. შარშან ამ დროს (წინა წელსაც) იქაურობა ჩაბნელებული, ფანჯრებსა და კარზე ჟალუზები ჩამოწეული იყო, მაგრამ მადლობა უფალს, რომ დღეს ფოიეც განათებულია, თანამშრომლების გულებიც და რაც ძალიან მთავარია, საგანძურის აღწერა მიმდინარეობს.

მე აღარ ვითხოვ საგანძურის აღმწერი კომისიის წევრობას, რადგან სრულ ნდობას ვუცხადებ კულტურის მინისტრისა და მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორის მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს. საგანძურის აღმწერ კომისიას ბატონი გია მარსაგიშვილი ხელმძღვანელობს, რასაც ასევე მივესალმები“,-წერს ნინო მიქიაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: