საზოგადოება

ობოლ ძმებს, რომლებსაც კორონავირუსით დედაც გარდაეცვალათ, ოცნების ქალაქში ბინა გადაეცემათ

Nusagi

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქში იმყოფებოდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძმებს, რომელთაც მამა ავარიაში, ხოლო დედა ცოტა ხნის წინ კორონავირუსით გარდაეცვალათ, ე.წ. ოცნების ქალაქში ბინა გადაეცემათ.

„თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს. ბავშვები ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ისინი ბათუმის “დინამოს” აკადემიაში ისწავლიან. ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ გარდაეცვალათ. ოჯახი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: