Uncategorized

„სააკაშვილის რუსთავის საპყრობილეში გადაყვანა არ შეიძლება“ – ლიზა იასკო

Nusagi

„პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და საჭიროა რეაბილიტაცია ციხის გარეთ. 

ლიზა იასკომ, ასევე, განაცხადა, რომ არ შეიძლება სააკაშვილის რუსთავის საპატიმროში გადაყვანა იმ სიმპტომების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს.

„პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, გავლენას ახდენს როგორც მის ფიზიკურ, ასევე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც გამოიარა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის საპატიმროში.

ძალიან სუსტადაა. არაფერი ახალი ამ მიმართულებით არ არის. შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საჭიროა რეაბილიტაციის პროცესის გავლა ციხის გარეთ. რაც შეეხება მის ფსიქოემოციურ განწყობას, ის საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ იღლება ძალიან სწრაფად, როდესაც ელაპარაკები და საჭიროებს სიმშვიდესა და თავისუფლებას გამოჯანმრთელებისთვის. ის ელის 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, რათა დაინახოს მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს ბევრი მოქალაქე“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,928 ნახვა
%d bloggers like this: