Uncategorized

„საკმარისია ეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ პუტინი?“ – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან  წერილს ავრცელებს და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს. 

მიხეილ სააკაშვილი სინანულს გამოთქვამს, რომ ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს შორის პოლარიზაცია სულ უფრო ღრმავდება.

„მე ვიმყოფები უკანონოდ ციხის საკანში, იმ ქვეყანაში, სადაც მხარს უმრავლესობა მიჭერს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მონაწილეობს ჩემი გათავისუფლების საქმეში. როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ინფორმაციასთან წვდომა საკმაოდ შეზღუდული მაქვს, მაგრამ ცნობები ჩემამდე მაინც მოდის.

უკრაინას საფრთხე ემუქრება, მის საზღვრებთან მტრის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა, დასავლეთმა უკვე თქვა, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იქნება სერიოზული ეკონომიკური სანქციები. საკმარისია ეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ პუტინი? – არა მგონია თუმცა ვიცი, რომ მას შეაჩერებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ერთიანობა და სიმტკიცე, სიმტკიცეს უკრაინელ ხალხს ვერ წაართმევ. მე არა ერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის არანაირი შიში არ აქვს, რაც ჩვენს რეგიონში უნიკალური თვისებაა.

ეს შიში არც იმ ჯარისკაცებს აქვთ, ვინც სანგრებშია და არც რეზერვისტებს, თუმცა სამწუხაროდ ერთიანობასთან მიმართებით ცუდი მდგომარეობაა. ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის, ჩემი მეგობრები ასუსტებენ ქვეყანას და აღრმავებენ პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ყელში ვწვდეთ და ოპონენტის დახრჩობის სურვილით ქვეყანა დავღუპოთ.

როცა დღეს საფრთხე ასეთი რეალურია და არჩევნებამდე ჯერ შორია, სწორი იქნება თუ დავძლევთ განსხვავებებს და უთანხმოებას და გავამყარებთ ფრონტს აგრესორის წინააღმდეგ, არა ხელისუფლების, არამედ უკრაინის გარშემო და მისი გუნდისთვის, როცა იქნება ერთიანობა მსოფლიო უფრო დაგვიჭერს მხარს, ჩვენი ძალა ერთობაშია და ვერც ერთი აგრესორი ვერ გაბედავს უკრაინაში ცხვირის შემოყოფას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: