პოსტები სოციალური ქსელიდან

„საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ – ზაზა წერეთელი

Nusagi

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „პირველი არხის“ ეთერში,  ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რთული ეპიდემიური ვითარება შეიძლება მალე კიდევ უფრო დამძიმდეს.

„პირბადის არ ტარება და ხალხმრავალი თავშეყრები, ეს არის დიდი პრობლემა საქართველოში. ყველამ უნდა შევამციროთ კონტაქტების რაოდენობა. რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანთან უნდა გვქონდეს კონტაქტი დახურულ სივრცეში. ყველა ის უამრავი შემთხვევები, რომელიც დაფიქსირდა, გამოწვეული იყო დახურულ სივრცეში თავშეყრით. საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები, იმასთან დაკავშირებით რომ დახურულ სივრცეში 20-50 კაცი არ უნდა იკრიბებოდეს.  ეს არის გავრცელების ნომერ პირველი წყარო. „ომიკრონის“ გავრცელების გამო კი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ“, – აცხადებს ზაზა წერეთელი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: