ჯანდაცვა

უკრაინაში „ომიკრონი“ დადასტურდა

Nusagi

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ გაავრცელა.

„უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრულგენომიანი სეკვენირების შედეგად „ომიკრონის“ შტამი გამოავლინა. ადამიანი, რომელიც ამ შტამით არის ინფიცირებული, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოვიდა, სადაც  COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა. პაციენტი მკურნალობას განაგრძობს“ – წერს ლიაშკო ფეისბუკში.

მისივე თქმით, ამჟამად ამ ფაქტის გამოძიება  და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების შემოწმება მიმდინარეობს.

„გაიკეთეთ ვაქცინა, დაიცავით დადგენილი ნორმები და წესები. შეეცადეთ თავი შეიკავოთ იმ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც „ომიკრონია“ გავრცელებული“ – წერს ჯანდაცვის მინისტრი.

„ომიკრონის“ შტამის არსებობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად 26 ნოემბერს დაადასტურა. 14 დეკემბერს ჯანმოში განაცხადეს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და უკვე 77 ქვეყანაში დადასტურდა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: