საზოგადოება

„თუ ვერნიკეს სინდრომი უფრო დამძიმდება, პაციენტი შესაძლოა დაინვალიდდეს“ – მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე

Nusagi

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნეირორებილიტაციისთვის სპეციალიზებული კლინიკა სჭირდება. 

მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მკურნალობა საკმარისად ეფექტიანი არ არის. 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალი, სადაც ის მკურნალობს. სამწუხაროდ, ეს მკურნალობა ეფექტიანი არ არის და წამყვანი კვლავ არის ვერნიკეს სინდრომი {შუა ტვინის და ჰიპოთალამუსის მწვავე დაზიანება ადამიანის ორგანიზმში ტიამინის ნაკლებობის გამო}და ეს არის საკმაოდ საფრთხის შემცველი სინდრომი, რომელმაც შესაძლოა, პაციენტის დაინვალიდება გამოიწვიოს, თუ ის უფრო დამძიმდება. 

შესაბამისად, ახლა აუცილებელია ცენტრ „ემპათიას“ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება და შემდეგში  ისეთი კლინიკის მოძიება, სადაც ნეირორეაბილიტაციის კუთხით წავა მისი მკურნალობა“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: