უცხოური მედია

ნიდერლანდებში ლოქდაუნი გამოცხადდა

Nusagi

შობამდე ერთი კვირით ადრე, ნიდერლანდებში კვლავ ე.წ. ლოკდაუნი გამოცხადდა, – ამის შესახებ BBC წერს.

ბარები, სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები და არაპირველადი დანიშნულების მაღაზიები დაიკეტა. ოჯახებში 2 სტუმარზე მეტის მიღება აიკრძალა. გამონაკლისის სახით, დღესასწაულის დღეებში, 24-26 დეკემბერს, ასევე 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს მაქსიმუმ 4 სტუმრის მიღება იქნება ნებადართული.

აიკრძალა ღონისძიებების გამართვა. გამონაკლისია პროფესიონალური სპორტული მატჩები, თუმცა მათზე მაყურებლის დასწრება არ შეიძლება. ღია იქნება ყოველკვირეული ბაზრობები.

ყველა სკოლა, სულ მცირე, 9 იანვრამდე დაიკეტა. რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლებათ.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩეს სახლში.

16 დეკემბერს, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვირუსის ყველაზე გადამდები ვარიანტია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: