საზოგადოება

„სწორ ხაზზე ვერ დადის, მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება წაიქცეს“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

Nusagi

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიული ალასანიამ მოინახულა. 

მისი თქმით, სააკაშვილს შესაბამისი რეაბილიტაციის კურსის გავლა სჭირდება, რაც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნიდანაც ჩანს. 

„ადამიანი ვერ დადის სწორ ხაზზე და რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს იმ მომენტში თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. ასევე, პრობლემა აქვს მზერაში, ნევროპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიჰყვება. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ. სისუსტე აქვს აშკარად.

შესაფერისი რეაბილიტაცია სჭირდება. არ ვიცი ეს რამდენად უშველის, მაგრამ ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება, ეს დასკვნიდანაც ჩანს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,921 ნახვა
%d bloggers like this: