პოლიტიკა

გერმანიაში გენერალ გიგი კალანდაძის დაკავებას სააკაშვილი გამოეხმაურა

Nusagi

გერმანიაში საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს. ბერლინში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თბილისში საგამოძიებო უწყების წარმომადგნლები კომენტარს არ აკეთებენ.

გიგი კალანდაძის დაკავებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტმა თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს.

„სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!“,-წერს სააკაშვილი.

გიგი კალანდაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ის მე-4 ბრიგადისმეთაური იყო, რომელმაც ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი განიცადა, გიგი კალანდაძე კი, ფეხში დაიჭრა. ის უფროსი ლეიტენანტი იყო, როდესაც ამ ბრიგადის მეთაურად რომ დაინიშნა, მაგრამ ომის შემდეგ, ბრიგადის გენერალი გახდა, ბრწყინვალების ორდენიც მისცეს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენიც.

არსებობენ ადამიანები, მათ შორის მე-4 ბრიგადის ყოფილი ოფიცრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კალანდაძეს ნაღმის ნამსხვრევი კი არ მოხვდა ბრძოლის დროს, არამედ იარაღი გაუვარდა. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ კალანდაძემ საკუთარი მძღოლი აიძულა, მისთვის ფეხში ესროლა, დაეჭრა და ამით ბრძოლისთვის თავი აერიდებინა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,690 ნახვა
%d bloggers like this: