მედიცინა

ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა „ნოვავაქსის“ ვაქცინა დაამტკიცა

Nusagi

ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა, 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში  „ნოვავაქსის“ ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. 

2 დიდი კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაქცინას აქვს  დაახლოებით 90%-იანი ეფექტიანობა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო(EMA) აცხადებს, რომ მისი ეფექტიანობა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ჯერ დადგენილი არ არის. 

„საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, EMA-ს მედიკამენტების კომიტეტმა (CHMP) კონსენსუსის საფუძველზე დაასკვნა, რომ ვაქცინის მონაცემები მტკიცე იყო და აკმაყოფილებდა ევროკავშირის კრიტერიუმებს ეფექტიანობას, უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ“, – განაცხადა მარეგულირებელმა.

„ნოვავაქსმა“ განაცხადა, რომ იანვარში დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში. მისი  აქციები დაახლოებით 10%-ით გაიზარდა ვაქცინის დამტკიცების შემდეგ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: