უცხოური მედია

ისრაელის მთავრობამ აშშ-ში, კანადაში, თურქეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

Nusagi

კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ისრაელის მთავრობამ აშშ-ში, კანადაში, ევროპის რიგ ქვეყნებში, მაროკოსა და თურქეთში მოგზაურობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. „წითელი ქვეყნების“ სიის გაფართოების გეგმას, რომელიც შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: აშშ, კანადა, იტალია, ბელგია, გერმანია, უნგრეთი, მაროკო, თურქეთი, პორტუგალია და შვეიცარია.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება საბოლოო დამტკიცებისთვის პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტს უნდა წარედგინოს. დამტკიცების შემთხვევაში, მოგზაურობის აკრძალვა 22 დეკემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

მოგზაურებს, რომლებიც ისრაელში ე.წ. წითელ სიაში მყოფი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოეთხოვებათ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: