საზოგადოება

ლიბერთის ბანკომატებში ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ახალი სერვისი დაინერგა

Nusagi

ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული არხების სწრაფ განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის მომხმარებლისთვის 630-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი გზავნილების მიღების, განაღდების და გაგზავნის ინოვაციური ფუნქციონალი გახდა ხელმისაწვდომი. ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს. 

კომპანიის ცნობთ, ლიბერთის ბანკომატებში ნებისმიერ დროს, ყველა ბანკომატში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება შემდეგი სისტემებით: Contact, Ria, Welsend, Unistream, Zolotaya Korona. საერთაშორისო გზავნილის განაღდებას ბანკომატიდან მომხმარებლები სპეციალური, საუკეთესო კურსით შეძლებენ.

საქართველოს მასშტაბით „ლიბერთი ექსპრესი“ გზავნილების გაგზავნა და მიღება უკვე ბანკომატითაც არის შესაძლებელი, ფილიალში ვიზიტის გარეშე.

მათი თქმით, ლიბერთის ბანკომატებს განახლებული ინტერფეისი და სრულიად ახალი მომხმარებლის გამოცდილება აქვს, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია – გზავნილების კომფორტულად მიღება და გაგზავნა მომხმარებელს ფილიალებისა და ბანკომატების გარდა, ლიბერთის ინტერნეტი და მობაილ ბანკშიც შეუძლიათ.

„პანდემიის პირობებში მომხმარებლების საბანკო საჭიროებებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ციფრულ არხებში ინტეგრაციის პროცესს. ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნის სერვისის ბანკომატებში დანერგვით, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ გზავნილების მიმოცვლის მარტივი პროცესი 24/7-ზე. ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე არაერთი გაციფრულებული სერვისი დავნერგეთ ჩვენს დისტანციურ არხებში, რაც თავის მხრივ, ემსახურება მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების და ბანკისთვის კონკურენტული უპირატესობის შექმნას“ – აცხადებს დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ – ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ამ არხიდანაც ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო გზავნილს მიიღებს და გაანაღდებს. გათამაშების ფარგლებში ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად ჯილდოვდება 10 ლარით, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის დაწესებულია 200 და 500 ლარიანი პრიზები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: