მედიცინა

ჟირინოვსკი კორონავირუსისგან მეშვიდედ აიცრა

Nusagi

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მეშვიდედ გაიკეთა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 

„აიცერით, მეგობრებო. მე ადრე „სპუტნიკით“ ვაქცინაცია ჩავიტარე. ახლა კი „კოვივაკით“ ავიცერი. ეს კლასიკური ვაქცინაა ინაქტივირებული ვირუსით, ანუ დამზადებულია ტექნოლოგიით, რომელიც ათწლეულების განმავლობაშია შემოწმებული,  2020 წლის სექტემბრიდან ეს უკვე მეშვიდე ვაქცინაციაა“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ჟირინოვსკიმ რუსეთის მრავალი მოქალაქის მიერ ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის გამო სინანული გამოთქვა. „კორონავირუსის კვლავ შეტევაზეა გადასული მთელ პლანეტაზე. რუსეთის მოსახლეობის ნახევარი კი ვერ მომწიფდა იმისთვის, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ჟირინოვსკი ამბობს, რომ ყველა ვაქცინაციამ უპრობლემოდ ჩაიარა და მას სიცხეც კი არ ჰქონია. ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ ბავშვობიდან შეჩვეულია ვაქცინაციას და აცრილია წითელასგან, ტიფისგან, ყვავილისგან და გრიპისგან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: