მედიცინა

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. მისი თქმით, ვირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა.

„ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვთ“, – აღნიშნა მან. ორივე ინფიცირებული იზოლირებულია და, ამ ეტაპზე, 26 კონტაქტს იკვლევენ.

16 დეკემბერს, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვირუსის ყველაზე გადამდები ვარიანტია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: