საზოგადოება

„უკრაინელ მაღალჩინოსანს, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება“ – სააკაშვილი

Nusagi

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კობახიძემ იკითხა, თუ რომელი ღირსება შეელახა მიხეილ სააკაშვილს და დასძინა, რომ ადამიანებს უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი – სახურავზე „კარლსონივით“ და როგორ ათრევდა თმებით უკრაინელი სამართალდამცველი“.

სააკაშვილის აცხადებს, რომ უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანს, რომელმაც მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

„გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო.

ეტყობა ამბები არ მოდის – უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა „წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის“ სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება.​ეს ისე მაინც გაითვალისწინთ“, – აცხადებს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა:  „სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა?  ადამიანებს უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი – სახურავზე „კარლსონივით“ და როგორ ათრევდა თმებით უკრაინელი სამართალდამცველი“. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: