პოლიტიკა

„შევხვდი სალომე ზურაბიშვილს, გადაწყვეტილი მაქვს, შევხვდე სააკაშვილსაც“ – გიორგი მარგველაშვილი

Nusagi

საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან გასაიდუმლოებული შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. 

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იგი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. 

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე არაერთ საკითხზე, ბუნებრივია იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დროული პოზიცია და პროცესი, რომელიც დღეს იწყება.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დღეს მივმართავ ოფიციალურ უწყებებს. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს და რაიმე კომიკურ მიზეზს არ მოიფიქრებენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: