პოლიტიკა

„2005 წლის იანვარში ზურაბ ჟვანია გამოთქვამს შეშფოთებას თემურ ალასანიას იარაღის მაფიაზე, თებერვალში კი, ტრაგიკულად იღუპება“

Nusagi

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას შესახებ სტატუსს აქვეყნებს. გიორგობიანი ჟურნალისტებს მიმართავს და ურჩევს, მის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიონ.

“ტაკარაცუკანოდარიკოსგან ამ კითხვებს და პასუხებს ვერ მოისმენთ, ამიტომ დაგიდეთ მაქსიმალური ინფორმაცია და დანარჩენი თქვენ იცით, ჭკვიანო ჟურნალისტებო! მადლობა ღმერთს, ასეთი მოაზროვნეებიც გვყავს…

ჩვენ ვიცით, რომ თემურ ალასანია საბჭოთა დაზვერვის ჩინიანი რეზიდენტი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში 1970-იანი წლებიდან.  ეს ძალიან უჩვეულო იყო იმ წლებშიც, რადგან ის ასაკით ძალიან ახალგაზრდა იყო  რეზიდენტის ასეთი დიდი თანამდებობა რომ მიეცათ,  ჯერ კიდევ იური ანდროპოვის კგბ-ს თავმჯდომარედ ყოფნის დროს.  ხომ არ იყო დაკავშირებული ახლოს თავად კგბ-ს უძლიერეს ფიგურასთან და მერე უკვე საბჭოთა კავშირის ლიდერთან?! იყო თუ არა იური ანდროპოვის ვაჟი მისი ახლო მეგობარი, რაზეც ბევრმა იცის და ამიტომ რა პროტექციებით სარგებლობდა ის 1970-იან და 1980-ან წლებში რუსეთის დაზვერვაში?

1987 წელს, თემურ ალასანია საბჭოთა (ანუ რუსული) კვოტით ინიშნება გაერო-ს ეგერთწოდებულ “განიარაღების კომიტეტში”, სადაც მსოფლიოში იარაღის გაყიდვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია.  რა მონაცემების მიხედვით იკავებს თემურ ალასანია საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობას, საიდანაც, სავარაუდოდ, ხდება უამრავი საბჭოთა იარაღის გასაღება მსოფლიოს უამრავ წერტილში? რატომ არ ლაპარაკობს თემურ ალასანია მის უახლოეს მეგობარ და ბიზნეს- პარტნიორ ერიკ გუდისზე, რომელიც აგრეთვე თბილისში გაზრდილია და რომელიც მთელს ამ იარაღით ვაჭრობაში ცენტრალურ როლს თამაშობდა?! 

ერიკ გუდისის მამა თბილისში ‘ზაკვოს ვაენტორგის’ (ამიერ-კავკასიის სამხედრო ვაჭრობის ოლქის) უფროსი.  თვით გუდსი პროფესიით მევიოლინე იყო, თუმცა ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ იგი ხდება აკ-47-ებს, ტანკების, თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი გამყიდველი და პუტინთან დაახლოებული პირი.  რომელსაც აქვს აგრეთვე ახლო ურთიერთობა ვიქტორ ბუტთან.  ბუტთან ერთად და ბუტის  გარეშეც, გუდისმა და ალასანიამ, ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლის წინ, გაყიდეს მილიარდობთ დოლარის რუსული იარაღი.  ამის შედეგად ბუტი დაიჭირეს კოლუმბიაში, ფარქკთან მოლაპარაკების დროს დაშვებული შეცდომის შედეგად.  მაგრამ, გუდისი და ალასანია გადაურჩნენ ამ დაჭერას.

2004 წლის გაზაფხულიდან ალასანიას საქართველოში ჩამოჰყავს გუდისი და ისინი პრაქტკულად იწყებენ საქართველოს ეკონომიკის მართვას – განსაკუთრებით მათ აინტერესებს ტრანსპპორტირების ცენტრები და საავიაციო ქარხანა.  ისინი გვერდში იყენებენ მაშინდელ ეკონომკის მინისტრ, ირაკლი რეხვიაშვილს და ცდილობენ კორუფციული კავშრი დაამყარონ პრემიერ-მინისტრ ჟვანიასთან.  თუმცა ეს მათ ბოლომდე არ გამოსდით.  რა იყო ამის მიზეზი?! 2004 წლის შემოდგომაზე გუდისი და ალასანია სერიოზულად მუშაობენ ‘თბილავიამშენის’ ხელში ჩასაგდებად და ჩაუშლიან პანტიკო თორდიას ‘ბოინგის’ პროექტს.  სანაცვლოდ ისინი მას სთავაზობენ წელიწადში მინიმუმ 1,2 მილიარდის გაყიდვებს საქართველოში გაკეთებული რუსული იარაღის, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში.  თორდია ამ წინადადებებს ეწინააღმდეგება და ცდლობს სამოქალაქო ავიაციის კუთხე შეინარჩუნოს.  ამავე დროს, ზეწოლა იზრდება მთავრობის მხრიდან.  ზეწოლა ძლიერდება ზურაბ ჟვანიაზეც.

2004 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში ალასანია და გუდისი – აბელ რასკასთან და სხვა “ამერიკელ ბიზნესმენებთან” ერთად (ფიქტიური კომპანიები იყო ეს) ჩამოდიან “დიდ კონრაქტზე” ხელის მოსაწერად, რომლის მიხედვთაც ხელში უნდა ჩაიგდონ თბლისის აეროპორტები, რათა ხელში ჩაიგდონ რუსული იარაღის ტრანპორტირების ყველა გზა.  სააკაშვილი მათ ამაში ხელს ვერ და არ უშლის.  ჟვანიას ისინი სთავაზობენ 20 პროცენტიან წილს – ანუ წელიწადში, დაახლოებით 300 მილიონ დოლარს.  ჟვანია დეკემბრის მეორე ნახევარში – დაახლოებით 17-19 დეკემბერს მათ უარს ეუბნება და მიშა აწყობს ‘სპექტაკლს”.  გუდისი იძულებულეი ხდება, რომ გაფრინდეს მოსკოვში და ‘კონტრაქტის’ გადადება აუწყოს თავის პატრონებს. ამაზე და სხვა ბევრ ნამდვილ ამბავზე ისაუბრა პეტრე მამრაძემაც..

.ჟვანიას მიერ ამ ‘კოტრაქტის’ ჩაგდების შემდეგ, გუდისი საქართვლოში აღარ სჩანს, თუმცა, თემურ ალასანია აგრძელებს აეროპორტის პროექტის ლობირებას.  ისინი არაერთ ადამიანს ურეკავენ და ეუბნებიან რომ 15 თებერვლისთვის ის 2 ადამიანი, რომელიც ამ კონტრაქტის წინააღმდეგ წავიდა – იგულისხმებიან კახა ბენდუქიძე და ზურაბ ჟვანია – უკვე თავის თანამდებობებზე არ იქნებიან.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  გუდისი ამერიკიდან რეკავს საქართველოში რამდენიმე ადამიანთან, სადაც ის მათ პირდაპირ ეუბნება’ რომ მოემზადონ 15 თებერვლისთვის, როგორც კონტრქტის ხელმეორედ ამუშავების თარიღისთვის… (ეს ფაქტიც დასტურდება მოწმეებისგან)კახა ბენდუქიძეს ამასობაში ხსნიან ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან და გადაჰყავთ უწყნარი ‘მრჩეველის’ თანამდებობაზე.  ზურაბ ჟვანიას “მოხსნა” კი არ არის ადვილი.

კერძო შეხვედრაზე ერთ-ერთ თავს მეგობართან, 2005 წლის იანვარში ზურაბ ჟვანია გამოთქვამს შეშფოთებას, რომ თემურ ალასანიას “მაფია”’ იარაღის გადამყიდველები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ქართულ ეკონომიკაში და ის ყველაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად.  თუმცა , გამოთქვამს შიშს, რომ ეს იარაღის მაფია მაინც თავისას გააკეთებს და გამოთქვამს სურვილს, გადადგეს თავისი თანამდებობიდან და წავიდეს ამერიკაში სტროუბ ტელბოტის მოწვევით.  ეს ხდება დაახლოებით 10 იანვარს.

ზურაბ ჟვანია ტრაგიკულად იღუპება 2005 წლის თებერვლის დასაწყისში და მის გარადცვალებას აშკარად -კგბ-ს ხელწერა აქვს.  ოჯახის დაშინება, ჭორების დაყრა, და ხალხის დაშინება.  აგრეთვე როგორც ჩვენ ვიგებთ, ყალბდება ფაქტი, რომ იმ ბინაში იყო გაზის გაჟონვა, მაშინ, როდესაც FBI-ს დასკვნით იმ შენობაში იმ დროს გაზი საერთოდ არ ყოფილა!..აეროპორტის გასაღება ალასანიას ჯგუფსთვის ამის მერე უმტკივნეულოდ ხდება – შემოყავთ სხვადასხვა ჯგუფები… გუდისი და ალასანიას ჯგუფი აგრძელებს იარაღით ვაჭრობას და უამრავი ფულის გაკეთებას თბილისის აეროპორტის გამოყენებით…

რატომ არ უსვამენ შეკითხვებს ერიკ გუდისის და მისი ‘ეკონომიკური მოღვაწეობის’ შესახებ თემურ ალასანიას? რატომ არ აძლევენ შეკითხვებს იური ანდროპოვის ოჯახთან დაახლოვებულობის შესახებ?რატომ არ აძლევენ შეკითხვებს პატრუშევთან ახლო მეგობრობის შესახებ?

გუდისი ამბობდა, რომ პუტინს ყოველ კვირა ხედავდა – მაშასადამე?..ალასანიას და პუტინის საერთო მეგობარი.  ადამიანი, რომელიც ჟვანიას ემუქრებოდა.  და რომელსაც გულდასმით მალავს სააკაშვილი.  რომელიც ‘ალაგებდა’ ქართულ ეკონომიკას 2004 წელს და რომელიც აგრეთვე ახსენა პეტრე მამრაძემ პირველად ახლა – გუდისი, რომელიღაც უვიცმა ჟურნალისტმა თქვა – “ალასანია კგბ-ს გადამდგარი გენერალიო” , ვინმეს გსმენიათ მსგავსი სისულელე? ჯერ ბუნებაში არ არსებობს ყოფილი კგბშნიკი და მერე კიდევ, თუ ვინმეს მოუნდა სისტემიდან ჩახსნა და მხოლოდ დასავლეთზე მუშაობა,  ყველას სასტიკი ანგარიშსწორება გამოუწერა რუსეთის ხელისუფლებამ და ალასანია “მე მომკლეს ბაბუო” არის?!

რაის “გადამდგარი გენერალი”?! ასეთი შტერები როგორ უნდა იყოთ, რომ ეს გაიმეოროთ?! რაც აქ მიწერია, ყველაფრის გადამოწმება შეგიძლიათ პეტრე მამრაძესთანაც და ირაკლი კაკაბაძესთანაც, პანტიკო თორდია რომ ვერ დაითანხმეს, ყველაფერი წაართვეს…მარჯვნიდან მეორეა გუდისი. – კაცი, რომელიც თემურ ალასანიას ახლო მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი და რომელიც ჟვანიას დაემუქრა 2005 წლის იანვარში.. – წერს მანჩო გიორგობიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: