ჯანდაცვა

BioNTech-ის ხელმძღვანელი: სამჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა

Nusagi

გერმანული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ სამჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა.

„აშკარაა, რომ ჩვენ შორს ვართ ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობისგან, რომელიც ვირუსის თავდაპირველი ვარიანტის შემთხვევაში მივიღეთ. თუმცა, მესამე დოზის შემდეგ, ჩვენი ვაქცინა, როგორც ჩანს, 70%-75%-იან დაცვას უზრუნველყოფს დაავადების ნებისმიერი ტიპისგან, რაც ზოგადად კარგი შედეგია ვაქცინისთვის“, – აღნიშნა უღურ შაჰინმა.

BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინა დაავადების გადაცემას ხელს არ უშლის.

„უნდა ვიცოდეთ, რომ სამჯერ ვაქცინირებულებსაც კი შეუძლიათ დაავადების გადაცემა. მათ მოუწევთ ტესტირება, განსაკუთრებით თუ მოწყვლადი პირების გარემოცვაში იმყოფებიან. დამცავი ზომების გამოყენება „ომიკრონი“ ვარიანტის პროგრესირებასთან საბრძოლველად არსებითი ფაქტორი იქნება“, – განაცხადა უღურ შაჰინმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: