ჯანდაცვა

„თუ „ომიკრონი“ გახდება დომინანტური, დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

Nusagi

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ორი დოზა საკმარისად არ იცავს, შესაბამისად ბუსტერების მიღებაა საჭირო. 

„თუ „ომიკრონი“ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდება, ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან დიდი რისკი დაგვიდგება. დღეს ქვეყანაში 35 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 5 700 არის კლინიკაში მოთავსებული და თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, რისკი ჩნდება, რომ დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს. 

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. „ფაიზერის“ ორი დოზის შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: