პოსტები სოციალური ქსელიდან

„პირდაპირ ხელს ვადებ იას, ის ცრუობს და ხელს აფარებს დამნაშავეს“ – რამაზ გერლიანის და

Nusagi

ეკონომიკის ექსპერტის რამაზ გერლიანის დები ძმის გაუჩინარების საქმეში ყოფილ რძალს ადანაშაულებენ. მათი თქმით, რამაზ გერლიანის ყოფილი მეუღლე იმ პოლიციელთან არის შეკრული, რომელიც მათ ძმაზე ახდენდა ზეწოლას. 

როგორც ნანა გერლიანმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, მისი ყოფილი რძალი ცრუ ჩვენებით სიმართლის დაფარვას ცდილობს. 

„პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, იმიტომ, რომ ის რაღაცას მალავს, ის ცრუობს და ცრუ ჩვენებით აპირებს სხვა მიმართულებით წაიყვანოს გამოძიება. 

ის ხელს აფარებს რაღაცას და შეკრულია ამ პიროვნებასთან, რომელიც ჩემს ძმას აყენებდა შეურაცხყოფას, შეიჭრა მის სივრცეში“, – აღნიშნა ნანა გერლიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის დოქტორს, რამაზ გერლიანს ოჯახი მესამე დღეა ეძებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: