პოლიტიკა

სააკაშვილმა მხარდამჭერებს პალატის ფანჯრიდან მიმართა

Nusagi

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, თანაპარტიელებმა და მხარდამჭერებმა აქცია -პერფომანსი გამართეს და ექსპრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს.

საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პალატის ფანჯრიდან თეთრი ხელსახოცი ააფრიალა.

მან მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა, რასაც შეკრებილების მხრიდან ტაში მოჰყვა.

“მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, უკან არდახევა, შეტევა ბოლომდე. ნუ გეშინიათ რეპრესიების, მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე, მე ვიბრძვი თქვენთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს გათავისუფლებისთვის და თითოეული თქვენგანის ბედნიერებისთვის. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გვიქნან, უნდა დავიბრუნოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა დიქტატურისაგან და უბედურებისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა, არ ჩამოვუშვათ ხელები, მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად წავალთ ევროპაში როგორც მოწინავე ქვეყანა”, – მიმართა სააკაშვილმა პალატიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: