მედიცინა

ჯანმოს დირექტორი: ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით, თუმცა სჯობს ახლა გავაუქმოთ სადღესასწაულო ღონისძიებები და მოგვიანებით ვიზეიმოთ, ვიდრე ახლა ვიზეიმოთ და მოგვიანებით ვიგლოვოთ

Nusagi

კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხალხს მოუწოდებს, გააუქმონ თავიანთი სადღესასწაულო გეგმები საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაცავად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ შტამით გამოწვეული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება გახდება საჭირო.

„გაუქმებული სადღესასწაულო ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და უკვე ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ინფიცირება შეუძლია.

„ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველას გვსურს დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას გვსურს ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, თუმცა ყველას, ლიდერებსა და ინდივიდუალურ პირებს, რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს ხალხის დასაცავად, მათ შორის სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებით ან გადადებით. სჯობს ახლა გავაუქმოთ და მოგვიანებით ვიზეიმოთ, ვიდრე ახლა ვიზეიმოთ და მოგვიანებით ვიგლოვოთ“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: