პოლიტიკა

მიშა ზის, იტანჯება, ესენი ეუბნებიან, სტრატოსფეროში გავუშვით წარწერა, 100 ათასი დაჯდა, მაგრამ მაგარი ამბავიაო

Nusagi

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ეხმაურება „მთავარი არხის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ წარწერა სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, სტრატოსფეროში მესამე ქვეყნიდან იქნა გაშვებული და ხელისუფლებამ მისი ჩამოგდება ვერ შეძლო.

„ჯერ სტრატოსფეროში რომ რამის ჩამოგდების თავი აქვს საქართველოს… მაგრამ ეტყობა რუსეთი „ეს ეს 400“-ს გაუშვებს და ჩამოაგდებს. მაგრამ მესამე ქვეყანა რომელია? ჯერ მეორე ქვეყანა გავარკვიოთ და მერე დანარჩენი.. მიშა იქ ზის, იტანჯება, თეთრ ხელსახოცს აფრიალებს. ესენი ეუბნებიან ალბათ, მიშა მაგარი რაღაც მოვიფიქრეთო- 100 000 დაჯდა, მაგრამ მაგარი ამბავიაო. მიშა კითხულობს „რა, რაო?“ ესენი პასუხობენ:„სტრატოსფეროში გავუშვით freeMisha, კოსმოსიდან დავარტყამთ „ოცნებასო“. ახლა წარმოვიდგინე, ბელადი რომ ვიყო, მყავდეს ჩემი სექტა, მაყუთებს ვხარჯავდე, ტელევიზიებს ვინახავდე, ათასი ვირიშვილი და მუქთახორა მყავდეს, თვითონ კაის ჭამდნენ, კაის სვამდნენ, მე აქ გამოკეტილი ვიყო და.. უცებ მოდიან, მაგარი რაღაცა მოვიფიქრეთ, სტრატოსფეროში წარწერა გავუშვითო“,-ამბობს შალვა რამიშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: