Uncategorized

„ასეთი ტიპის ზეწოლას ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს“ – მინაშვილი მასობრივ შიმშილობაზე

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მოშიმშილეების მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი მხნედ გრძნობენ თავს. 

მინაშვილის თქმით, პროტესტის ტალღა ყველაზე ეფექტიანი იარაღია ხელისუფლების შესაცვლელად. 

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში თავისთავად იქნება დასაწყისი იმისა, რომ ქვეყანაში შეწყდება პოლიტიკური დევნა.

„მესამე დღეა შიმშილობა რაც დაიწყო და აუცილებლად გამოიღებს შედეგს. იმიტომ, რომ ეს არის დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც აქვს ოპოზიციას და საქართველოს მოქალაქეებს. პროტესტის ტალღა ყველაზე ეფექტიანი იარაღია ამ ხელისუფლების პირობებში იმისათვის, რომ ვითარება შეიცვალოს. 

ეს ადამიანები არიან ძალიან შემართებით, ასობით ადამიანი შიმშილობს და ეს მასშტაბური შიმშილობის აქტია. ასეთი ტიპის ზეწოლა ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, არ ჩამოვთვლი ამას. ფაქტი იმისა, რომ ამდენი ადამიანი მზად არის მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე, ეს ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, კრიზისია და ეს უნდა შეიცვალოს. 

პირველი და მთავარი მოთხოვნა, რაც გვაქვს ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. სააკაშვილის გათავისუფლება თავისთავად იქნება დასაწყისი იმისა, რომ ქვეყანაში შეწყდება პოლიტიკური დევნა და დაიწყება ის მნიშვნელოვანი ძვრები, რომელიც მნიშვნელოვანია ცვლილების განსახორციელებლად“, – აღნიშნა მინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: